აუდიტი

სამუშაო სივრცეში და სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება (აუდიტი)

ჩამოყალიბება

შრომის უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება

კონტროლი

შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და კონტროლი

რატომ არის ჩვენთან თანამშრომლობა მომგებიანი?!

2019 წლის 01 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”, რომელიც ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე (გათვალისწინებულია გამონაკლისები). კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” გულისხმობს, რომ ყველა ორგანიზაციას მიუხედავად საქმიანობის სფეროსი და მასშტაბისა ეკისრება ვალდებულება დაიცვას აღნიშნული კანონით დადგენილი ნორმები, რისთვისაც სავალდებულოა ჰყავდეთ სპეციალური ცოდნის მქონე სერტიფიცირებული თანამშრომელი ან ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, სადაც ასეთი სერტიფიცირებული პირები არიან წარმოდგენილნი. თუ რამდენად არის ორგანიზაციაში ეს პირობა დაცული, ამოწმებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო სამსახური, რომელსაც შეუძლია კანონთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს სხვადასხვა გადაწყვეტილება, მათ შორის დააჯარიმოს ორგანიზაცია ან/და შეაჩეროს სამუშაო პროცესი.
აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით არსებობს ორი გამოსავალი:

  ორგანიზაციამ თავად გამოყოს თანამშრომელი(ები) და უზრუნველყოს მისი/მათი სწავლება, რაც დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და დროსთან. ასევე არავინ არის გარანტირებული, რომ სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას წარგზავნილი თანამშრომელი წარმატებით ჩააბარებს. სერტიფიკატის მიღების შემთხვევაშიც ორგანიზაცია ასევე არ არის დაზღვეული, რომ სერტიფიცირებული თანამშრომელი არ გადაწყვეტს სამსახურის შეცვლას და ეს ძალაუნებურად კვლავ წარმოშობს ახალი თანამშრომლის სწავლებისათვის მატერიალური რესურსის და დროის ხარჯვის საჭიროებას. გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ სერტიფიკატის აღება არ ნიშნავს, რომ პიროვნებას პრაქტიკული გამოცდილების გარეშე ხელეწიფება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პროცედურების დამოუკიდებლად ჩატარება და დოკუმენტაციის შექმნა. სერტიფიცირებული თანამშრომლის მიერ მისი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს, რომ ორგანიზაციას ფაქტობრივად მოუწევს მის წინა პოზიციაზე ახალი თანამშრომლის დაქირავება, რადგან ორივე ფუნქციის რეალურად შესრულება თითქმის წარმოუდგენელია. ამდენად ორგანიზაციას უწევს შემდეგი ხარჯების გაწევა: 1. თანამშრომლის სწავლების დაფინანსება; 2 სერტიფიცირების შემდგომ გადამზადებული თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა ან მის ძველ პოზიციაზე ახალი თანამშრომლის დაქირავება.

ან

   ორგანიზაციამ ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით, სადაც დასაქმებულები არიან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები, რომლებიც მხოლოდ აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებულნი და სისტემატურად იძენენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომ ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ ორგანიზაციებს. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია დროის დაკარგვის გარეშე იღებს სრულ და ხარისხიან მომსახურებას შრომის უსაფრთხოების დარგში, რაც საბოლოოდ მეტად იაფი უჯდება ვიდრე თანამშრომლის გადამზადება ან/და ახლის დაქირავება და მეტად არის დაცული მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებისგან.

„სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ“ გთვაზობთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს კომპანიებისათვის ისეთი პროდუქტების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით დადგენილი სტანდარტის შესაბამისი შრომის უსაფთხოების სისტემის ჩამოყალიბებას და დანერგვას. ეს კი შესაძლებლობას გაძლევთ მეტი ძალისხმევა მიმართოთ თქვენი კომპანიის განვითარებისაკენ და არ იყოთ შებოჭილი შრომის უსაფთხოების კუთხით არსებული საფრთხეების განეიტრალებაზე ზრუნვით.  ეს ჩვენი საქმეა!
ვითარების იმ კონდიციამდე მისაყვანად, როდესაც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი რიგზეა, თანამშრომლები და სხვა პირები დაცულნი არიან შესაძლო საფრთხეებისგან და მაკონტროლებელ ორგანოებთანაც შეგიძლიათ პირნათლად წარდგეთ, „სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ“ გთავაზობთ თანმიმდევრულ ღონისძიებებს, რომლებიც სამი ძირითადი ეტაპისაგან შედგება.

ჩვენი სერვისები

ჩვენი გუნდი

მიშა კორძახია
მიშა კორძახია
კონსულტანტი

შპს „სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ“ გუნდის წევრია „საქართველოს ბიზნესის აკადემია“-ს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების  სამსახურის...


      ეკა ფარულავა
      ეკა ფარულავა
      ბუღალტერი

      შპს „სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ“ საქმიანობის საბუღალტრო უზრუნველყოფას ახორციელებს ეკა ფარულავა! ეკას მნიშვნელოვანი...


          ლელა მაისურაძე
          ლელა მაისურაძე
          იურისტი

          შპს „სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ“ საქმიანობის სამართლებრივი საკითხების სრულ შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო...


              დაგვიკავშირდით

              მოგვწერეთ


                გაქვთ შეკითხვა?

                ტელეფონი

                599 97 44 55

                ელ-ფოსტა

                safetyconsulting.2019@gmail.com

                Facebook გვერდი

                fb.com/SafetyConsultingServices2019

                მისამართი

                რუსთავი, რუსთაველის ქ. 20
                3700, საქართველო