გაქვთ შეკითხვა?

დაგვირეკეთ

599 97 44 55
Safety Consulting Services - სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ

შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და მიმდინარე კონტროლი

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მიმდინარე კონტროლი არის „სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ“ მიერ შეთავაზებული მომსახურების დასკვნითი ნაწილი და გულისხმობს უკვე შექმნილი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გადატანას, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მენეჯერებსა და შემსრულებელ რგოლში შრომის უსაფრთხოების კულტურის დანარგვას, რაც თავს მხრივ ჯანსაღი, გაუთვალისწინებელი ინციდენტებისაგან დაცული შრომითი პროცესის გარანტია.

„შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მიმდინარე კონტროლი“ მოიცავს:
  • „სეიფთი კონსალტინგ სერვისიზ“ მხრიდან შრომის უსაფრთხოების დარგში სერტიფიცირებული პირის გამოყოფას დამკვეთ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და კონტროლის მიზნით, რომელიც გარკვეული პერიოდულობით წარმოდგენილი იქნება დამკვეთ ორგანიზაციაში საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის;
  • დამკვეთ ორგანიზაციაში დასაქმებულთა გეგმიურ სწავლებებსა და ინსტრუქტაჟს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით;
  • დამკვეთი ორგანიზაციისთვის ინფორმაციის სისტემატიურად მიწოდებას შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში შესული ცვლილებების შესახებ;
  • სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაციასა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფას;
  • შემუშავებული დოკუმენტაციის სისტემატურ განახლებას დამკვეთ ორგანიზაციაში ცვლილებების ან/და საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად.
სამუშაოს შესრულების ეტაპები:
  • საორგანიზაციო ეტაპი – დამკვეთი ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და ეფექტური კონტროლის უზრუნველსაყოფად შპს „სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ“ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთოების სპეციალისტის სამუშაო გეგმის შედგენა და დამკვეთთან შეთანხმება.
  • საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება – დამკვეთ ორგანიზაციაში დასაქმებულებისათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება.
  • ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის განხორციელება და ანგარიშგების მომზადება დამკვეთთან