გაქვთ შეკითხვა?

დაგვირეკეთ

599 97 44 55
Safety Consulting Services - სეიფთი ქონსალთინგ სერვისიზ

სამუშაო სივრცეში და სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება (აუდიტი)

შრომის უსაფრთხოების აუდიტი ყველაზე ეფექტური საშუალებაა თქვენს კომპანიაში საფრთხეების გამოსავლენად. აუდიტი იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობები, გამოვლინდეს შეცდომები და უზუსტობები დოკუმენტაციის წარმოებასა და შრომის ორგანიზებაში. შრომის უსაფრთხოების აუდიტი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ აღნიშნული ნაკლოვანებებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები და დავსახოთ ღონისძიებები მათ გამოსასწორებლად.

„შრომის უსაფრთხოების აუდიტი“ მოიცავს:
  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლას, ანალიზსა და მოქმედ კანონომდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;
  • შრომის უსაფრთხოების დარგში არსებული დოკუმენტების ანალიზს, მათი შესაბამისობის დადგენას არსებულ მოთხოვნებთან;
  • შრომის უსაფრთხოების დარგში ყველა შესაძლო შეუსაბამობის და შეცდომის გამოვლენასა და ფიქსაციას;
  • ჩატარებული შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის წარდგენას კომპანიის ხელმძღვანელობისათვის, სადაც ასხული იქნება გამოვლენილი ნაკლოვანებები და გაიწერება რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად
სამუშაოს შესრულების ეტაპები:
  • საორგანიზაციო ეტაპი – მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა. სამუშაოს ფორმატის დადგენა, ვადების შეთანხმება.
  • შესასრულებელი სამუშაოს შეთანხმება დამკვეთთან – აუდიტის ფარგლებში ჩასატარებელი სავალდებულო სამუშაოების შესახებ დამკვეთის ინფორმირება და მისი შესაძლო მოთხოვნების განხილვა.
  • სამუშაო სივრცეში და სამუშაო ადგილზე შეუსაბამობებისა და საფრთხეების გამოვლენა – არსებული სივრცეების, შენობა-ნაგებობების დათვალიერება შრომის უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული შეუსაბამობების, დარღვევების და საფრთხეების გამოვლენის მიზნით. გარემო ფაქტორების გაზომვა, შემოწმება და შეფასება (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, საწარმოო ხმაური, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლები (მტვერი), განათება, ელექტროძაბვა და სხვა).
  • დოკუმენტების შემოწმება და ანალიზი – არსებული დოკუმენტაციის ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ კანონომდებლობასთან.
  • ანგარიშის მომზადება – ჩატარებული აუდიტის შედეგების და რეკომენდაციების ამსახველი დოკუმენტის მომზადება.