
შრომის უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება
შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება ის ძირითადი ეტაპია, რომელიც გამომდინარეობს შრომის უსაფრთხოების აუდიტის შედეგებიდან და რომელსაც თავის მხრივ ეფუძნება შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და მიმდინარე კონტროლის მესამე ეტაპი. აღნიშნულ ეტაპზე ცალკეული თანამშრომლის დონეზე, მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ხდება რისკების შეფასება და საფრთხეების ტავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება.
„შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება“ მოიცავს:
- რისკების შეფასებას, რაშიც იგულისხმება ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)–ს მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიას და მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;
- კანონომდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შექმნას, მათ შორის შრომის უსაფრთხოების პრევენციული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, შრომის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, სარეგისტრაციო ჟურნალების შექმნას და სხვა.
სამუშაოს შესრულების ეტაპები:
- საორგანიზაციო ეტაპი – რისკების შეფასების მეთოდოლოგიის და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალის დადგენა. დამკვეთთან ვადების შეთანხმება.
- რისკების შეფასება – ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, დაწესებულებაში ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელება რომლებიც ემსახურება სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას.
- დოკუმენტაციის შექმნა – რისკების შეფასების შედეგების ამსახველი და რეკომენდაიების შემცველი დოკუმენტის, შრომის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის, შრომის უსაფრთხოების პრევენციული პოლიტიკის და კომპანიისათვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების შექმნა.
- შედეგების განხილვა დამკვეთთან – ჩატარებული სამუშაოს შედეგების წარდგენა დამკვეთისათვის, იდენტიფიცირებული რისკების და პრევენციული ღონისძიებების განხილვა.